ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სტრიმინგის პოპულარობის ზრდას ხელი პანდემიამ შეუწყო
14 სექტემბერი, 2020, 07:50
სტრიმინგის პოპულარობის ზრდას ხელი პანდემიამ შეუწყო

თბილისი (GBC) - სტრიმინგის პოპულარობა იზრდება როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც - განაცხადა რადიოსადგურჩვენებურებისპროგრამამომავლის ბიზნესისეთერში სტრიმინგული კომპანიალაივთაგისგია ზაუტაშვილმა.

კომპანია, რომლის ძირითადი სპეციალიზაციაა სხვადასხვა შემკვეთებისთვის პირდაპირი ჩართვების ორგანიზება სოციალურ ქსელებში, 2016 წელს შეიქმნა, თუმცა, იდეა 2014 წელს გაჩნდა.

„2014 წელს მე ვმუშაობდი წიგნების ბიზნესში, და სტრიმინგი ჩემი ჰობი იყო. მაშინ ეს ტექნოლოგია მხოლოდ იწყებდა განვითარებას, და ჯერ ისეთი გავრცელებული არ იყო, როგორც დღეს. იმ წელს მოხვდა რევოლუცია უკრაინაში, რომლიც დროსაც სტრიმინგ არხებმა თავიანთი უზარმაზარი შესაძლებლობები გამოავლინეს. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ამ საქმიანობაში ჩართვა“  - ამბობს ზაუტაშვილი.

მისი თქმით, იმ დროს საქართველოში პირდაპირ ჩართვებს სოციალურ ქსელებში, და youtube-ში მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებდა, აპარატურის შესყიდვა კი შესაძლებელი მხოლოდ Amazon-ის მეშვეობით იყო.

იმავე 2016 წელს გავიცანი სამთავრობო პროგრამასტარტაპ - ჯორჯიასწარმომადგენლები და წარუდგინე მათ ჩემი იდეა. შედეგად, ჩვენ 70 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ ეს გრანტი კი არა, შეღავათიანი სახელმწიფო სესხია, რომელიც ჩვენ უნდა დავფაროთ. სადღეისოდ ჩვენს დამფუძნებლებს შორისსტარტაპ-ჯორჯიაცარის, და ის გავა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ კრედიტს გავისტუმრეთ“  - ყვება გია ზაუტაშვილი.

მისი თქმით, არსებობს არასწორი წარმოდგენა, თითქოს ამ ტიპის სამთავრობო პროგრამებში დაფინანსების მიღებისთვის საჭიროა კავშირები, ნათესავები ან მეგობრები, თუმცა სინამდვილეში ასე არაა.

მე არ მყავს არავითარი მეგობრები და ნათესავები, ჩემთვის არავის არაფერი არ მოუთხოვია, და ჩვენმა კომპანიამ დაფინანსება მხოლოდ იმის წყალობით მიიღო, რომ ჩვენ კარგი იდეა გვქონდა და სწორად შედგენილი, დეტალური ბიზნეს-გეგმა წარუდგინეთ“  - განაცხადალაივთაგისდირექტორმა.

მისი თქმით, ბიზნესის განვითარება შიდა უთანხმოებებმა შეაფერხა, რომლებიც კომპანიის წინსვლის დაწყების შემდეგ გაჩნდა.

ჩვენი გუნდის ნაწილი თვლიდა, რომ ჩვენ დამკვეთებისთვის სტრიმინგის ორგანიზების სერვისის გზით სვლა უნდა გაგვეგრძელებია, მაგრამ სხვებს მიაჩნდათ, რომ კომპანია სარეკლამო ბიზნესში უნდა ჩართულ იყო. საბოლოოდ ისინი წავიდნენ, ჩვენ კი გავაგრძელეთ მუშაობა სტრიმინგში“  - თქვა ზაუტაშვილმა.

მისი თქმით, შიდა პრობლემების გამოლაივთაგმამთავარი - დრო - დაკარგა.

ჩვენ თითქმის 1 წელი გაჩერებულები ვიყავით. თანაც ეს იმ პერიოდში იყო, როდესაც სხვა მოთამაშეები ამ ბაზარზე არ იყო, და კომპანიას ძალიან ბევრი კლიენტი ჰყავდა - როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო ბიზნესში. სანამ ჩვენ გაჩერებულები ვიყავით, ამ ბაზარზე სხვა, მსხვილი კომპანიები გამოჩნდნენ, და მოგვიწია ყველაფრის თავიდან დაწყებაგანაცხადა გია ზაუტაშვილმა.

მისი თქმით, დიდ შრომის და ძალისხმევის შედეგად, „ლაივთაგმასტრიმინგის ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება მაინც მოახერხა.

ბიზნესში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რას აკეთებ, არამედ ვისთან ერთად - შესაძლოა კარგი იდეაც გაქვთ, შრომისმოყვარეც ხართ, თუმცა, პარტნიორი თუ არ გივარგათ  - ვერაფერს მიაღწევთ“ - მიიჩნევს ის.

ამ დროისთვის კომპანია სხვადასხვა ტიპის მომსახურეობას სთავაზობს - ხელმისაწვდომ პაკეტებს რამდენიმე ასეული ლარის ღირებულებით, ასევე უფრო რთულ და ძვირადღირებულებს - 2000, 3000 ლარის, ზოგჯერ მეტიც.

ბოლო პერიოდში მსხვილ შეკვეთებსაც ვასრულებდით, მაგალითად, ჩვენ ვუზრუნველყავით სოციალურ ქსელებში თბილისში ჩატარებული ევროპარლამენტის სხდომის პირდაპირი ჩართვა“ - განაცხადა ზაუტაშვილმა.

თუმცა, შემდეგ დაიწყო პანდემია, რომელმაც დააყენა კომპანია ახალი გამოწვევების წინაშე.

მოგვიწია ახალი დარგების ათვისება - მაგალითად, შერეული კონფერენციების, როდესაც მონაწილეთა ნაწილი დისტანციაზე, ნაწილი კი - რეალურ სივრცეში. ასევე ვფიქრობთ სატელევიზიო პროექტების გადაღებაზე, და მხოლოდ სტრიმინგის სერვისიდან კონტენტის წარმოებაზე გადასვლას. ზოგადად, სტრიმინგს ძალიან დიდი მომავალი აქვს საქართველოშიც და მომავალშიც. სოციალურ ქსელებში მუშაობა ძალიან მოთხოვნადია, თანაც ახალი მოთამაშეები ჩნდება - მაგალითად, Tik-tok, რომლესაც 15 წუთში მეტი მნახველები ჰყავს, ვიდრე Facebook- 1 დღეში“  - განაცხადა გია ზაუტაშვილმა.

მისი თქმით სტრიმინგს დიდი მომავალი აქვს და მისი პოპულარობა ასევე პანდემიის დროს გაიზარდა.

ეს შანსია, რადგანაც პანჯდემიის დროს სტრიმინგის პოპულარობა გაიზარდა.

 

​​

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები