ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
მთავარი მოვლენები
<< უკან
მსგავსი სტატიები
საქართველოს მე-8 ადგილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა - ექსპერტი
11 სექტემბერი, 2020, 18:16

თბილისი (GBC) - ჩვენი ქვეყანა ბევრ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით უფრო ეფექტიანად უმკლავდება კორონოვირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მისი მაკროეკონომიკური მდგომარეობა მეტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა,“ - გამოეხმაურა თავის ფეისბუქ - გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა.
საქართველო მსოფლიო ლიდერთა ათეულში მე-8 პოზიციაზე დაწინაურდა. სულ რეიტინგმა 162 ქვეყნის მაჩვენებლები მოიცვა.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, რეიტინგში საქართველოს 8.18 ქულით მე-8 ადგილი უკავია და ბოლო ერთ წელიწადში ერთი საფეხურითაა დაწინაურებული (2012 წლამდე ის საერთოდ, პირველი ოცეულის მიღმა იმყოფებოდა). მისი თქმით, ამ მაჩვენებლით საქართველო საგრძნობლდ უსწრებს თავის ყველა სახმელეთო მეზობელს (აღნიშნული მაჩვენებლით აზერბაიჯანი 112-ე ადგილზეა, თურქეთი - 90-ე, რუსეთი - 90-ზე, სომხეთი - 17-ე ადგილზე). პოსტაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოსთან აღნიშნული მაჩვენებლით ყველაზე ახლოს მყოფი ესტონეთი 14-ე ადგილზეა.
„რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ზემოხსენებული ადგილი და რამდენად დიდია კონკურენცია ქვეყნებს შორის, იქიდანაც ჩანს, რომ რამდენი ქულითაც ჩამორჩება საქართველო პირველ ადგილზე მყოფ ჰონგ კონგს (8.94 ქულა) იმდენივე ქულით უსწრებს იგი 53-ე ადგილზე მყოფ, ევროკავშირის არც თუ ყველაზე სუსტ რგოლს - უნგრეთს. ამ ორიოდე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიების შემდეგ უკვე სხვა, ასევე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ინსტიტუტის მიერ საქართველოს პოზიტიურად მზარდ კონტექსტში მოხსენიება ადასტურებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მიმართულია არა კონიუნქტურულ, სეგმენტურ, არამედ ეკონომიკური ზრდის სისტემურ და შეუქცევად წარმატებებზე,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss