| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის თანახმად,
საქმიანი და საინვესტიციო კლიმატი საქართველოში სტაბილურია, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი
კომპანია ეჭებს გამოთქვამს სასამართლო სისტემის მიერ ბიზნეს-დავების დამოუკიდებლად,
სწრაფად და კომპეტენტურად გადაწყვეტის უნართან დაკავშირებით.
ასევე ბევრი საჩივარია მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების, ანტომონოპოლური სამსახურის საქმიანობის არაეფექტურობაზე, ინტელექტუალური საკუთრების არასაკმარის დაცვის, და ქონებრივი დავების გადაწყვეტის სირთულეებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის და მოსამართლეების მოწყვლადობის ნიშნებს ხედავს, პოლიტიკური წნეხზე აღნიშნავს.
თუმცა, არსებული პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფო დეპარტამენი საქართველოს ბიზნესის წარმოების სიმარტივით რეგიონში ლიდერად მიიჩნევს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ არსებული პრობლემები, თუმცა, არა მკვეთრი შეფასებით.
სახელწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქართველომ კორუფციის წინაამღდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწია, თუმცა, გამოწვევად მაღალი დონის კორუფცია რჩება, რომელსაცTransparency International ელიტურ უწოდებს -კერძოდ, კორუფცია სახელმწიფო შესყიდვების დარგში, სახელმწიფო მმართველობაში და სასამართლო სისტემაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss