ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში მობილური მავნებლების შეტვები გახშირდა, სომხეთსა და აზერბაიჯანში შემცირდა
11 სექტემბერი, 2020, 10:24
საქართველოში მობილური მავნებლების შეტვები გახშირდა, სომხეთსა და აზერბაიჯანში შემცირდა

თბილისი (GBC) - 2020 წლის აპრილ-ივნისში საქართველოში მომხმარებელთა 2,08% დაექვემდებარა მობილური მავნე პროგრამების თავდასხმას, ხოლო სომხეთში ასეთი შეტევები განიცადა მომხმარებელთა 2.00%,  აზერბაიჯანში კი - 3,37%.  2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მობილური მავნე პროგრამები თავს დაესხნენ მომხმარებელთა 1,67% -ს,  2.08% -ს სომხეთში და 4,05% -ს  აზერბაიჯანში.

მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში მობილური მავნე პროგრამებით განხორციელებული თავდასხმების ყველაზე დიდი წილი ირანში დაფიქსირდა - 43,62%, მეორე ადგილზეა  ალჟირი - 21,97%  და მესამეზე ბანგლადეში - 19,30%. ამის შესახებ მოწმობს კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები.

2020 წლის მეორე კვარტალში კომპანიის გადაწყვეტილებებმა მსოფლიოში მობილური მავნე პროგრამების 1 245 894 მავნე  პაკეტი დააფიქსირეს. ერთი წლით ადრე იყო 753 550 პაკეტი.

ექსპერტები გვირჩევენ თავდასხმისაგან დამცავ  რამდენიმე ღონისძიებას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პროგრამები მხოლოდ სანდო წყაროებიდან უნდა ჩამოვტვირთოთ, გამოვრთოთ  პარამეტრებში  მესამე მხარის წყაროებიდან პროგრამების ინსტალაციის შესაძლებლობა, აგრეთვე მუდმივად განვაახლოთ სისტემები და პროგრამების უახლესი ვერსიები.

გვირჩევენ  არ გადავიდეთ საეჭვო ბმულებზე და არ გავხსნათ საეჭვო ფაილები SMS- ში, ელ.ფოსტაში, მყისიერ მესინჯერებში, სოციალურ ქსელებში და ბრაუზერებში.  მაგრამ ეს ღონისძიებები საკმარისი არ არის, თუ მობილურ მოწყობილობაზე  დამონტაჟებული არ გვაქვს  საიმედო ანტივირუსი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები