ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Uber-ი ელექტრომობილებზე გადადის
10 სექტემბერი, 2020, 11:16
Uber-ი ელექტრომობილებზე გადადის

თბილისი (GBC) - ტაქსის მობილური აგრეგატორი Uber 2030 წლისთვის აშშ–ში, კანადასა და ევროპაში მხოლოდ ელექტრომობილებს გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საიტზე აიტვირთა.

აპრილის დასაწყისში, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის 2/3 კარანტინში იყო კორონავირუსის პანდემიის გამო, ჰაერში CO2-ის გაფრქვევა 17%–ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით. იმის ნაცვლად, რომ ბენზინის მოდელებს დაუბრუნდეს, Uber–მა გადაწყვიტა, გარემოზე მავნე ზემოქმედება შეამციროს, ნათქვამია კომპანიის განცახდებაში.

კომპანია $800 მლნ–ს გამოყოფს ათასობით მძღოლის დასახმარებლად, რათა ისინი ელექტრომობილებზე გადაჯდნენ და ეს 2025 წლისთვის მოხდება. იმ მძღოლებს, რომლებიც დათანხმდებიან ელექტრო ან ჰიბრიდულ მანქანებზე გადაჯდომაზე, ყოველ მგზავრობაზე $0,5–დან $1,5–მდე დაერიცხებათ, იმის მიხედვით, თუ რომელ რეგიონში მუშაობენ და რა ტიპის ავტომობილს მართავენ.

კომპანიამ უკვე აამოქმედა პროექტი Uber Green შეერთებული შტატებისა და კანადის 15 ქალაქში. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უფრო ეკოლოგიური ტრანსპორტით იმგზავრონ, რაშიც დამატებით მხოლოდ $1–ის გადახდა მოუწევთ. წლის ბოლოსთვის კომპანიის ეს პროგრამა მსოფლიოს კიდევ 65 ქალაქს მოიცავს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები