ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის ბიზნეს აპი ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციით
10 სექტემბერი, 2020, 10:49
თიბისის ბიზნეს აპი ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციით

თბილისი (GBC) - თიბისის ბიზნეს აპი ბიზნესების მხარდასაჭერად და მათთვის ფინანსების ეფექტიანად და სწრაფად მართვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

ბიზნეს აპს ამ ეტაპზე სამი მნიშვნელოვანი ახალი ფუნქცია აქვს. ესენია: ერთი დიჯიპასით მრავალი დავალების დადასტურება, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს ბევრად უფრო ამარტივებს და სწრაფს ხდისIBAN სკანერი, რომელიც თანხის გადარიცხვის ფუნქციაშია ჩაშენებული და მობილურის კამერით მრავალციფრიანი ანგარიშის ნომერს კითხულობს და  რამდენიმე ბიზნესანგარიშს შორის გადართვის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლს საშუალებას აძლევს, აპლიკაციის ერთი ანგარიშიდან გამოსვლის და ხელახალი ავტორიზების გარეშე გადაინაცვლოს მეორე ანგარიშზე.

სასტუმრო კომპლექს „ვილა მოსავალის“ მთავარი მეღვინე გიორგი შეყრილაძე ამბობს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, თითქმის საერთოდ არაქვს თავისუფალი დრო. შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში ციფრული მობილური მომსახურება მას დიდ დახმარებას უწევს.

"ყველა გადახდა თუ სხვა ფინანსური გადაწყვეტილების გადაჭრა რამდენიმე მარტივი მოძრაობით ხდება. აღარ მიწევს მოვწყდე საქმეს, წავიდე ბანკში და ფინანსური საკითხები სამსახურიდან მოშორებით მოვაგვარო", — ამბობს ის.

ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციას გიორგი ძალიან საინტერესოს და მისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს; ამბობს, რომ ის მომავალში კიდევ უფრო გაუმარტივებს ფინანსური ოპერაციების განხორციელებას და მეტ დროს დაუზოგავს თავისი საქმიანობისთვის.

ბიზნეს აპის შექმნის მთავარი მიზანია, მომხმარებლებისთვის აპლიკაცია ფინანსური ინფორმაციის სწრაფად და ლაკონიურად მიწოდების ინსტრუმენტი გახდეს. სამომავლოდ კი, კომპანიების მმართველები მისი დახმარებით სწრაფად შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას, გაეცნობიან კომპანიაში არსებულ ფინანსურ ვითარებას და წვდომა ექნებათ ზოგად ფინანსურ ანალიტიკურ მონაცემებთან.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები