ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორად რჩება, კიდე 5 წელი
10 სექტემბერი, 2020, 17:06
BOGG ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორად რჩება, კიდე 5 წელი

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკსა და ოლიმპიურ, ასევე პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პარტნიორობა კიდევ  5 წლით  გაგრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი კომიტეტებს 2025 წლის ჩათვლით დაგეგმილ ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას. შესაბამის ხელშეკრულებას  ხელი უკვე მოეწერა.

 

პარტნიორობის მთავარი მიზანი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობა, მათი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა და ქომაგობაა. ბანკისა და კომიტეტების ურთიერთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსმენების ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას  და გავრცელებას, რადგან  თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნისა და   მოსახლეობის მხარდაჭერა.

 

 „მოხარული ვართ, რომ ჩვენს და ეროვნულ ოლიმპიურ  კომიტეტს შორის მრავალწლიანი, წარმატებული თანამშრომლობარძელდება. ჩვენთვის დიდი პატივია სწორედ იმ სპორტსმენების მხარდაჭერა, რომლებიც არ ჩერდებიან, დაუღალავად ემზადებიან და მოტივირებულები არიან, რათა საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინონ. თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით სპორტის პოპულარიზაციას და სპორტსმენებს სამომავლო განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ წვლილისთვის, რაც სპორტის განვითარებაში შეიტანეს და არაერთი ჯილდოსთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით მოიპოვეს.  ჩვენ გვეამაყება ჩვენი ოლიმპიელების გულშემატკივრობა“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები