ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტამ ახმეტის ღრუბელი გაფანტა
10 სექტემბერი, 2020, 15:12
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტამ ახმეტის ღრუბელი გაფანტა

თბილისი (GBC) - კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად ახმეტის და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შემსუბუქებული.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ცნობით, ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები რეგიონში ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან გავრცელდა და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის და თელავის რაიონები. 123 კმ2 საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 35 მმ-მდე მერყეობდა.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 15:49-დან 19:52- საათამდე ღრუბლის მასები სამ ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 120 ერთეულამდე რაკეტა. დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.


სარაკეტო დამუშავების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული ფრონტალური ატმოსფერული პროცესების არსებულ მასშტაბებში შეკავება. სეტყვის მოსვლა ძირითადად სროლისთვის შეზღუდულ სექტორებში დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები