ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დისტრიბუტორთა ასოციაცია - საქართველოში ჰერკულესი ჯერ არ გაძვირებულა
9 სექტემბერი, 2020, 14:21

თბილისი (GBC) - ბოლო კვირების მანძილზე რუსეთში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა ფასები ჰერკულესზე, რამაც შესაძლოა გავლენა საერთაშორისო ფასებზეც მოახდინოს, რადგანაც რუსეთი ამ პროდუქტის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია.

თუმცა, დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ჰერკულესზე ფასების ზრდა არ შეინიშნება - მათ შორის უკვე არსებული მარაგების გამო.

„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია არავითარი ინფორმაცია ჰერკულესის გაძვირებასთან დაკავშირებით, ამიტომაც უახლოეს პერიოდში ამ მხრივ არავითარი ცვლილებები მოსალოდნელი არაა“ - მიიჩნევს ის.

თუმცა, რადგანაც ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია ჰერკულესის იმპორტზე, საერთაშორისო ფასების ზრდამ შესაძლოა პროდუქტის ღირებულება საქართველოშიც გაზარდოს.

„დღეს ძნელი სათქმელია, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გაძვირება. ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე გაძვირების მასშთაბებზე“  - განაცხადა ჭყონიამ.

რუსული ჰერკულესის გაძვირებაზე ინფორმაციას არც სასურსათო პროდუქტების მსხვილ იმპორტიორ კომპანიაში  - ევროპროდუქტში - ფლობენ.

ჩვენი შვრიის მომწოდებელი არის ფინური კომპანია, "ჰელსინკი მილსი" მას კი ჯერჯერობით ფასები არ გაუზრია. შესაბამისად,  ჩვენც არ ვაპირებთ ღირებულების გაზრდას“ - განაცხადეს კომპანიაში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები