ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კინო თეატრების გახსნა 1 თვით გადავადდა
9 სექტემბერი, 2020, 12:42
კინო თეატრების გახსნა 1 თვით გადავადდა
თბილისი (GBC) - რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ობიექტების ნაწილი უნდა გახსნილიყო 15 სექტემბრიდან, ნაწილი პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება პირველი ნოემბრიდან.
„მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა, შესაბამისად, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესების და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში. კერძოდ, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ობიექტების ნაწილი უნდა გახსნილიყო 15 სექტემბრიდან, ნაწილი პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით, შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები