ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპენსიოს სარგებელი 2.3-ჯერ აღემატება ინფლაციას
8 სექტემბერი, 2020, 13:39
საპენსიოს სარგებელი 2.3-ჯერ აღემატება ინფლაციას

თბილისი (GBC) - 8 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 447-მა ადამიანმა. საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით - 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა - 49 პირმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 79.5 მილიონ ლარამდე სარგებელი.


"საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში, რაც 2.3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს (აგვისტოს მდგომარეობით 4.8%), ხოლო 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს."- აცხადებს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები