ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს უნივერსიტეტი: ბევრი უცხოელი სტუდენტი ნიშნავს კარგ განათლებას
7 სექტემბერი, 2020, 16:35
საქართველოს უნივერსიტეტი: ბევრი უცხოელი სტუდენტი ნიშნავს კარგ განათლებას

საქართველოს უნივერსიტეტი 2004 წელს დაარსდა, და, მისი თქმით, ეს ძალიან თამამი გადაწყვეტილება იყო.

ეს ის დრო იყო, როდესაც კერძო სასწავლებლების მიმართ ნდობა ძალიან დაბალი, და ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა - იმ პერიოდში კერძო უნივერსიტეტებში განათლების ხარისხი საკმაოდ დაბალი იყო, და ბაზრის მოთხოვნებს არ პასუხობდა“  - განაცხადასაქართველოს უნივერსიტეტისსამართლის სკოლის დირექტორმა ანა ხურციძემ რადიოჩვენებურები-" გადაცემაში - „მომავალი თაობის ბიზნესი“.

პირველ ეტაპზე უნივერსიტეტში მხოლოდ 1 სპეციალობას  - ამერიკანისტიკას - ასწავლიდნენ. თუმცა, ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ ეს საკმარისი არ იყო, შესაბამისად, 2006 წლიდან პროგრამების დამატების პროცესი დაუწყო.

დღეს ჩვენ 50 საბაკალავრო, ამდენიმე სამაგისტრო, და ასევე რამდენიმე სადოქტორო პროგრამა გვაქვს. მათ შორისაა ინტერდისციპლინური, როდესაც განსხვავებული მიმართულებების გაერთიანება ერთ სპეციალობაში ხდება. მაგალითად, ეკონომიკა და სამართალმცოდნეობა ერთად - გამოდის სპეციალისტი, რომელსაც მუშაობა ეკონომიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში შეუძლია. ასეთ პროფესიებზე დღეს საკმაოდ დიდი მოთხოვნაა“ - ამბობს ანა ხურციძე.

მისი თქმით უნივერსიტეტი ბაზრის ტენდენციებს ყურადღებით სწავლობს, რადგანაც, კურსდამთავრებულების დასაქმება უმნიშვნელოვანესი საკითხია   - მათი წარმატება სასწავლებლის წარმატებას ნიშნავს.

ამიტომაც მენეჯმენტი შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ყურადღებით სწავლობს.

მაგალითად, ძალიან მაღალია მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე - მათ  ძალიან მაღალ ხელფასებს სთავაზობენ, შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორისსაქართველოს უნივერსიტეტშიამ პროფესიის შესწავლაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“- ამბობს სამართლის სკოლის დირექტორი.

უნივერსიტეტის ერთ-ერთი მიმართულებაა აქტიური გავლა საერთაშორისო ბაზარზე - მენეჯმენტის სტრატეგიული მიზანია სტუდენტების მთლიან რაოდენობაში უცხოელების წილის 50%-მდე გაზრდა.

ბევრი უცხოელი სტუდენტი კარგია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი, მაგალითად, სწავლაში გაცილებით მეტს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მოქალაქეები, საშუალოდ 400 დოლარს იხდიან ბინის ქირაში, და საერთოდ, საქართველოში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ. ეს ასევე ქვეყანას კულტურის და განათლების გავრცელების ერთ-ერთ კერად აქცევს. ბევრი უცხოელი სტუდენტი სწავლის ხარისხის ზრდას ნიშნავს, იმიტომ რომ უფრო მაღალპროფესიული პროფესორების მოპატიჟება გვიწევს, ვინც უცხო ენებს ფლობს, და თავის სპეციალობებში მუდმივად იზრდება. ეს ასევე ნიშნავს ახალი ლიტერატურის მოძიებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და .’“ - ამბობს ანა ხურციძე.

მისი თქმით, უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ბევრი ხერხი არსებობს - მაგალითად, სამიზნე ქვეყნებში სპეციალურ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, აგენტებთან მუშაობა, რომლებსაც სტუდენტები ჩამოჰყავთ - საკომისიოს სანაცვლოდ.

პირველი უცხოელი სტუდენტები უნივერსიტეტში 5 წლის გამოჩნდა, სადღეისოდ მათ რაოდენობამ 1500- მიაღწია - ისინი ძირითადად აზიის, აფრიკის, სამხრეთ აფრიკის, და ყოფილ სსრკ- ქვეყნებიდან არიან.

მათი მოტივაცია ისაა, რომ აქ განათლება ბევრად უფრო იაფია, თანაც საქართველოს საკმარისი პროფესორ-მასწავლებლები ჰყავს, რაც ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ერაყში და ნიგერიაში ასევე პრობლემაა“ - თვლის ხურციძე.

მისი თქმით უცხოელების მხრიდან ინტერესს ასევე ხელს ისიც უწყობს, რომ მათ ქვეყნებში სახელმწიფო საქართველოს უნივერსიტეტის დიპლომებს ცნობსდა სავიზო რეგულაციები მარტივია.

ვერ ვიტყვით, რომ უცხოელებთან არავითარი პრობლემები არა გვაქს - ზოგჯერ სირთულეების არის. მაგალითად, იყვნენ სტუდენტები, რომლებიც პედაგოგ-ქალებთან აუდიტორიაში შესვლაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, საბოლოოდ მაინც ყველაფერი მოგვარდა. ჩვენ არა მხოლოდ უცხოელების მხრიდან ჩვენი წესების პატივისცემას ვითხოვთ, არამედ მათ ტრადიციებსაც სათანადოდ პატივს ვცემთ. მაგალითად, იმის გამო, რომ საერთაშორისო სასწავლებელი ვართ, რელიგიურ დღესასწაულებს არ აღვნიშნავთ“ - განაცხადა ანა ხურციძემ.

2020 წელს, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოს, „საქართველოს უნივერსიტეტსპანდემიასთან ბრძოლა მოუწია.

არ დავარქმევ ამას პრობლემას. ეს უფრო გამოწვევა იყო, რომელთანაც გამკლავება გაგვიჭირდა - ბევრ პროფესორს ონლაინ-სწავლების ტექნოლოგიის ათვისება მოუწია, ბევრ სტუდენტს არ ჰქონდა ლეპ-ტოპები, და ჩვენ დარიგება მოგვიწია. მთლიანობაში ჩვენ ამ გამოწვევას კარგად უპასუხეთ. 14 სექტემბერს ჩვენთან სწავლის პროცესი აღდგება, და ის შერეული იქნება - სადაც შესაძლებელია - იქნება დისტანციური, სადაც არა - ტრადიციული“ - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისი თქმით, უნივერსიტეტი მენეჯმენტი უცხოელი სტუდენტების დაბრუნებაზე ზრუნავს - დახურული საზღვრების გამო ეს ხშირად ადვილი არა, თუმცა, საბოლოო ჯამში მას ამ პრობლემის გადაწყვეტის იმედი აქვს.

ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ სწავლის აღდგენისთვის და შემდგომო განვითარებისთვის ვემზადებით. უკეთესი მომავლის იმედიც გვაქვს“  - განაცხადა ანა ხურციძემ.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები