ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის პიკზე
7 სექტემბერი, 2020, 14:26
მინისტრი აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის პიკზე

თბილისი (GBC) - მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აშშ-საქართველოს მჭიდრო, წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს. მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, ასევე, საქართველოში დემოკრატიული აღმშენებლობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის: „ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. ჩვენი საერთო მიზანია, განვავითაროთ თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები, რომელიც ეროვნული თავდაცვის ამოცანების შესრულებასთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ღირსეული პარტნიორობა ჩვენმა ჯარისკაცებმა საერთაშორისო მისიებში უდიდესი კონტრიბუციით და მრავალეროვნულ სწავლებებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმით დაამტკიცეს“. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის აშშ-ის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუციაც გაიხსენა: „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. საგარეო თავდაცვის ფონდის ფარგლებში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო ამერიკა წლების განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები