ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
გლობალურ ეკონომიკას ახალი პრობლემები ექმნება
7 სექტემბერი, 2020, 14:15
გლობალურ ეკონომიკას ახალი პრობლემები ექმნება

თბილისი (GBC) - სააგენტო Bloomberg-ის გამოკითხული ექსპერტები ახალ პრობლემებს ელოდებიან, რომლების წინაშეც მსოფლიო ეკონომიკა წლის ბოლომდე დადგება. მათ შორის მოიაზრება პანდემიის მეორე ტალღა, უმუშევრობის დონის ზრდა და წამყვან ბაზრებზე დაბალი მოთხოვნა.

ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ გლობალური ეკონომიკა, მთლიანობაში, ბოლო დროს აღორძინების მკაფიო სიგნალებს იძლება. შედარებით პოზიტიური დინამიკა განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება. თუმცა, ამაში დამაიმედებელს ბევრს ვერაფერს ხედავენ, რადგან, მათი აზრით, ზრდის ტენდენცია შეიძლება პიკზე იყოს დღეს და ხვალიდან პროცესები ისევ მინუსში გადავიდეს.

ექსპერტების აზრით, საგრძნობი იქნება კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დარტყმა ეკონომიკაზე. ეკონომიკის აღორძინების პროცესი ახალ გამოწვევებს შეეჩეხება – შეზღუდვები, აკრძალვები. ეს კი კვლავ შეამცირებს ბაზარზე მოთხოვნას, რაც მცირედით, მაგრამ მაინც იზრდებოდა ბოლო პერიოდში.

ამასთან, ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ჩინეთი, დღესაც ვერ დაუბრუნდა კრიზისამდელ მაჩვენებლებს, ვინაიდან მომხმარებლები არ არიან მზად იმ მოცულობის ხარჯის გასაღებად, როგორიც იყო პანდემიამდე პერიოდში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები