| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - პეკინის აეროპორტმა, 6–თვიანი პაუზის შემდეგ, ხუთშაბათიდან, 3 სექტემბრიდან რამდენიმე ქვეყნიდან ავიარეისების მიღება განაახლა. ჩინეთის დედაქალაქში ჩაფრენას თვითმფრინავები, თავდაპირველად, 8 ქვეყნიდან შეძლებენ, რომლებშიც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ამ ქვეყნების სიაში საქართველო არ არის.
ევროპიდან პეკინის მიმართულებით ფრენებს შეძლებენ თვითმფრინავები
ავსტრიიდან, დანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან. პეკინმა ავიარეისების ნებართვა
გასცა ასევე ტაილანტისთვის, კამბოჯისთვის, პაკისტანისა და კანადისთვის. პეკინის საქალაქო
ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ყველა მგზავრი უშუალოდ ამ ქვეყნების მოქალაქეები
უნდა იყოს.
ამ რვა ქვეყნის მოქალაქეებს პეკინში ჩაფრენის შემდეგ
ცენტრალურ ბაზაზე მოუწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა, ხოლო შემდეგ 7 დღის განმავლობაში
სახლში თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ.
თავდაპირველად პეკინის აეროპორთი თითო ქვეყნიდან მხოლოდ
5 თვითმფრინავსა და მაქსიმუმ 500 მგზავრს მიიღებს.
პეკინის აეროპორტმა საერთაშორისო რეისების მიღება
23 მარტს შეწყვიტა. მანამდე ჩინეთი აშშ–სა და სხვა ქვეყნებს იმის გამო აკრიტიკებდა,
რომ პანდემიის გამო ჩინელ მგზავრებს შეზღუდვები დაუწესეს, თუმცა მარტის ბოლოს თავადაც
მოუწიათ უცხოელებისთვის საზღვრების ჩაკეტვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss