ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ლიეტუვა დაინტერესდა
4 სექტემბერი, 2020, 12:47
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ლიეტუვა დაინტერესდა

თბილისი (GBC) - ლიეტუვა ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრად ალტერტანიულ მარშრუტად განიხილავს ჩინეთთან ტვირთბრუნვისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო „ტრენდს“ ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროში უთხრეს.


„ლიეტუვამ კარგად ფუნქციონირებადი მულტიმოდალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემა შექმნა და ქვეყანა მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს ასრულებს აღმოსავლეთ–დასავლეთისა და ჩრდილოეთი–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნებში. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა აზერბაიჯანს ტვირთების უსაფრთხო და სწრაფ გადაზიდვას სთავაზობს ევროპასა და სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, რომელიც ჩინეთში სამხრეთის მარშრუტის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენს მიერ ჩინეთთან ტვირთბრუნვის ალტერნატიულ მიმართულებად განიხილება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკვანძო ელემენტია. ლიეტუვა, როგორც ევროკავშირის წევრი, მყარად უჭერს მხარს TEN-T ქსელის ინტეგრაციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სატრანსპორტო ქსელებში“, – განაცხადეს სამინისტროში.


ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბაქოში 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. მაგისტრალი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. საწყის ეტაპზე მაგისტრალის გამტარუნარიანობა წელიწადში 6,5 მლნ ტ ტვირსა და 1 მლნ მგზავრს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები