ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
„მიკრო-ბანკი“ - ახალი შესაძლებლობა მისოებისთვის
4 სექტემბერი, 2020, 17:42
„მიკრო-ბანკი“ - ახალი შესაძლებლობა მისოებისთვის
თბილისი (GBC) - საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაფინანსებაზე პირდაპირი წვდომა არ აქვთ, რაც მათ ფინანსების მოზიდვას უძვირებს, - ამის შესახებ საუბარია სსფ-ს ანგარიშში. სავალუტო ფონდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად სებ-ის პოლიტიკისა, საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მხოლოდ რამდენიმე აფინანსებს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებსა და აგროსექტორის წარმომადგენლებს რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.

IMF მიუთითებს რომ ეროვნული ბანკი სექტორის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს, მათ შორის იმ კუთხით რომ ის მეტად მიმზიდველი გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის. „ ინვესტორებისთვის მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიკრო დაფინანსების მექანიზმები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ეს საქართველოშია“, - წერს სსფ.

მიმოხილვაში სებ-ის სამომავლო გეგმებზეცაა საუბარი, კერძოდ „მიკრო ბანკების“ ლიცენზირებასთან დაკავშირებით. როგორც ანგარიშშია აღნიშნული სებ-ი უფლებას მისცემს კვალიფიციურ მიკროსაფინანსოებს მიიღონ მიკრო ბანკის ლიცენზია და ისარგებლონ დეპოზიტების დაზღვევის სისტემითაც - გამოდის რომ ამ შემთხვევაში მისოებს დეპოზიტების ფლობის უფლება მიენიჭებათ.

ანგარიშის მიხედვით, ახალ სისტემაზე გადასვლას 2-3 წლის პერიოდი დასჭირდება. მიკრო ბანკს გარკვეული ტიპის რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ, რომელსაც ეროვნული ბანკი დააწესებს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები