ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
გულბანი გვენეტაძის პოლიტიკას იწონებს
3 სექტემბერი, 2020, 19:12
გულბანი გვენეტაძის პოლიტიკას იწონებს
თბილისი (GBC) - აგვისტოში თვიური ინფლაცია -0,02%, წლიური ინფლაციის დონემ კი4,8% შეადგინა, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შედეგს იმკის. შედეგი გამოხატულია იმ გარემოებაში, რომ ინფლაციის დონე სებ-ის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს უახლოვდება. ვინაიდან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, პროდუქტებზე ფასების ზრდა მტკივნეულად მოქმედებს, სებ-ის პოლიტიკა, რომ დაიჭიროს ინფლაცია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, შეიძლება გამართლებულად მივიჩნიოთ,“ - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა.
ექსპერტის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ფასების ზრდის ნაწილში ყურადღებას იპყრობს, არის თავად ეკონომიკური აგენტების, მოვაჭრეების ქცევა კრიზისულ პერიოდში, რომელიც ხშირად ეკონომიკურ ლოგიკას არ შეესაბამება. „მიმდინარე კრიზისულ პერიოდში, იმ დროს როცა ხალხს ნაკლები ფული აქვს დასახარჯად და არც ტურისტები შემოდიან ქვეყანაში, მოვაჭრეები, იმ იმედით, რომ მოგება გაზარდონ ან შეინარჩუნონ, პროდუქტებზე ფასებს, შემცირების ნაცვლად, ზრდიან, რაც არასწორი სტრატეგიაა. არადა მარტივი ლოგიკაა, კრიზისულ პერიოდში გადამხდელუნარიანობა, როგორც წესი, კლებულობს, რა დროსაც გასაყიდი პროდუქტები უფრო ხელმისაწავდომ ფასად უნდა შევთავაზოთ ადამიანებს, შედარებით ნაკლებ მარჟაზე ვიმუშაოთ და გაყიდვებსაც შევინარჩუნებთ,“ - განაცხადა შოთა გულბანმა.
*
ოთარ ანგურიძე: მაისიდან ინფლაციის დონე ეტაპობრივად მცირდება
„მაისის თვიდან წლიური ინფლაციის დონე ეტაპობრივად მცირდება და აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% დაფიქსირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა 0.02%-ით,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ჩვეულ ეკონომიკურ ცხოვრებას უბრუნდება და პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობამ და მთავრობამ მოახდინეს ეკონომიკის გადაწყობა იმგვარად, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდეს და იყოს სტაბილური.
„წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ისეთ პროდუქტებმა, როგორიცაა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (9,2%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (8,9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლის ჯგუფი (9,7%). არსებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ეროვნული ბანკი პროგნოზით წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 5 აგვისტოს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით 8.0 პროცენტამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინფლაციური რისკების შემცირების ფონზე, ეროვნული ბანკი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას დაუახლოვდება.
*
იოსებ არჩვაძე - აღნიშნული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსათვის ინფლაციის მაჩენებელი მაქსიმალურად ახლოს იქნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრულ მაჩვენებელთან
“ინფლაცია თანდათან სიჩქარეს კარგავს,” – ასეთი შეფასება მისცა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ თავის ფეისბუქ-პოსტში 2020 წლის აგვისტოს თვის ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
ექსპერტის შეფასებით, აგვისტოში გაგრძელდა წინა თვესთან შედარებით სურსათის ფასების კლების მაისის თვის შემდეგ ჩამოყალიბებული ტენდენციაც, რის შედეგადაც 2020 წლის აგვისტოში ფასების დონემ სურსათზე ივლისთან შედარებით 99.5 პროცენტი, ხოლო აპრილთან შედარებით - მხოლოდ 93.2 პროცენტი შეადგინა. მისი თქმით, აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ პირველად მრავალი თვის მანძილზე (2019 წლის აგვისტოს შემდეგ), სასურსათო საქონელზე, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ორნიშნა ზრდის ნაცვლად დაფიქსირდა ერთნიშნა ზრდა (აგვისტო: +9.2%, ივლისი: +11.2%), მათ შორის ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (აგვისტო: +8.8%, ივლისი: +11.5%).
„აღნიშნული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსათვის ინფლაციის მაჩენებელი მაქსიმალურად ახლოს იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკისათვის მიმდინარე წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრულ მაჩვენებელთან,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფასების დონე 2020 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით უმნიშვნელოდ შეიცვალა (შემცირდა 0.02 პროცენტით), რაც საუკეთესო მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ. ფაქტობრივად, აგვისტოში გაგრძელდა 2020 წლის მაისის შემდეგ ჩამოყალიბებული ინფლაციის შემცირების ტენდენცია. - ფასების საერთო დონემ აგვისტოში მაისის თვის 97.9 პროცენტი შეადგინა. ფასების საერთო დონე წლის დასაწყისიდან (2019 წლის დეკემბერთან შედარებით) საქართველოში გაზრდილია მხოლოდ 0.9 პროცენტით, ხოლო 2019 წლის აგვისტოსთან - 4.8 პროცენტით, რაც მიმდინარე წლის გავლილი თვეებისათვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (2020 წლის აპრილი - 6.9%, მაისი - 6.5%, ივნისი - 6.1%, ივლისი - 5.7%, აგვისტო - 4.8%).
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები