ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბიზნესმა დასაქმებულები და ხელფასები შეამცირა
3 სექტემბერი, 2020, 12:29
ბიზნესმა დასაქმებულები და ხელფასები შეამცირა
თბილისი (GBC) - ბიზნესი კადრებს ამცირებს. წლის მეორე კვარტალში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 8.1%-ით შემცირდა და 631 ათასი პირი შეადგინა. კლება დაფიქსირდა პლის პირველ სამ თვესთან შედარებითაც, როცა ბიზნესი 53 400 ადამიანით მეტს ასაქმებდა. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

პარალელურად კერძო სექტორმა ხელფასებიც შეამცირა. წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 175 ლარს გაუტოლდა რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 65 ლარითაა შემცირებული.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 204.1 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 1 289.9 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 055.2 ლარი
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები