| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს, და უკვე გადამუშავებულია
3200 ტონა ყურძენი“ - განაცხადა მთავრობის
ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისრტმა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ჯერ მიმდინარეობს ადრეული
ყურძენის კრეფა, თუმცა უახლოვეს პერიოდში რთველი უფრო აქტიური გახდება.
მინისტრის თქმით, მოსალოდნელია ყურძნის
კარგი მოსავალი, და ის მთლიანად დაბინავდება, რაც გააუმჯობესებს გლეხების და და ფერმერების
ფინანსურ მდგომარეობას.
ლევამ გავითაშვილმა ასევე ხაზი ახალ
ინიციატივას გაუსვა - კერძოდ, ვაშლის შესყიდვაზე საბრუნავი საშუალებების თანადაფინასებას.
„ეს ხელს შეუწყობს მოსავლის მთლიანად
ჩაბარებას და ამავე დროს ვაშლის ექსპორტის ზრდას“ - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა,
რომ ამ სეზონზე თხილი ისევ გახდება ერთ-ერთი მთავარი საექსპორტი საქონელი.
„დასავლეთ საქართველოში თხილის კრეფის
პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ბოლო წლებთან შედარებით გაცილებით უკეთეს
მოსავალს ველით, და შესაბამისად, თხილის ექსპორტის მკვეთრ ზრდას“ - განაცხადა ლევან
დავითაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss