ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი 7 ახალი კანონპროექტი
3 სექტემბერი, 2020, 12:01
ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი 7 ახალი კანონპროექტი
თბილისი (GBC) - პარლამენტმა საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, საშემოდგომო სესიაზე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ახალი კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ კანონპროექტი

„ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ კანონი აყალიბებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ფლობის რეჟიმს. ამგვარი ფასიანი ქაღალდები არსებობს მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ჩანაწერის სახით. კანონი ადგენს ასევე ურთიერთობას ასეთ ფლობასა და ანგარიშის მწარმოებელს შორის. ძირითადი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ეს კანონის პროექტი ცდილობს (პაკეტობრივად ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებასთან ერთად) არის - მოაწესრიგოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების საკითხები ცენტრალურ დეპოზიტარში. პროექტი ასევე ანსხვავებს რეგისტრირებულსა და დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდს და დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდს უწესებს უფრო მაღალ სამართლებრივ სტანდარტებს შენახვისათვის.

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონპროექტი

კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შემდგომი ეტაპია, ე.წ. მესამე პილარი, რომლის მეშვეობითაც კერძო სადაზღვევო კომპანიებს საშუალება მიეცემათ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეები გახდნენ.

ფოსტის შესახებ კანონპროექტი

კანონპროექტით შესაბამისი სფეროს რეგულირება დაუახლოვდება ევროკავშირის წესებს. კანონის პროექტი „ფოსტის შესახებ“ ადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს; ფოსტის სფეროში საქმიანობისას პირთა თანასწორუფლებიანობას; მომხმარებელთა უფლებების დაცვას; საფოსტო მომსახურების გაწევისას და საფოსტო ქსელის ორგანიზებისას საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას; ქვეყნის ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილების ტრანზიტულად გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების შესაბამისად.

ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტი

კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი და მიმღები პირების პასუხისმგებლობა, განისაზღვრება საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლის, მიმღებისა და მომხმარებლის საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები, მათ შორის, შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისათვის ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესების აკრძალვა, აგრეთვე ის პირობები, რომელთა შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში შუალედური მომსახურების მიმწოდებლებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა არაკანონიერი ინფორმაციის გატარებისთვის ან/და შენახვისთვის.


საგადასახადო კოდექსში ცვლილებები

კანონპროექტი ითვალისწინებს გადასახადების ადმინისტრირების მექანიზმების დახვეწას, ბუნდოვანი ნორმების ნათლად ჩამოყალიბებას, ცალკეული ნორმების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას და უზუსტობების დაზუსტებას.


საშემფასებლო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი

კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის გარკვეული ნორმების მოთხოვნების დაცვა, კერძოდ, კანონით უდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი.


„ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ კანონპროექტი

კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს კანონმდებლობაში აისახება ფინანსური კონგლომერატის დეფინიცია და აღნიშნულთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება საზედამხედველო ჩარჩო. კერძოდ, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს მიენიჭება ფინანსური კონგლომერატის დონეზე დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები