| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი
(GBC) - 2020
წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02%, ხოლო
წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.
საბაზო ინფლაციამ 2020 წლის აგვისტოში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5,2% განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები შემცირდა 0,5%, რაც თვის ინფლაციაზე
-0.16% პუნქტით აისახა.
ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი
(-10.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-2.8%), ასევე ყავა, ჩაი და კაკაო
(-0.7 %).
ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველის და კვერცხის
ქვეჯგუფზე (2.2%); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1%-ით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (1.8%).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები
გაიზარდა 9,2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
2.88 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი
(18%), ყავა, ჩაი და კაკაო (14.9%), თევზეული (13.5%), ზეთი და ცხიმი (11.9%), რძე, ყველი და კვერცხი
(11.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური
წვენები (9.0%), პური და პურპროდუქტები (9.0%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული
(4.5%)
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა
ფასების 8.9% მატება. შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა წლიურ ინდექსში 0.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.4 %), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2%); ავეჯი, საოჯახო ნივთები,
სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.7%, რაც 0.58 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის
მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო
საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (11.3%), მინის ჭურჭელი, მაგიდის
და საოჯახო ჭურჭელი (9.5%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო
საჭიროების საქონელი და მომსახურება (9.1%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss