| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ონლაინ–კონფერენციების სერვისის ZOOM დამფუძნებელი ერიკ იაუნი ერთ დღეში $5,2 მლრდ–ის გამდიდრდა და მისმა ქონებამ $22 მლრდ–ს მიაღწია, წერს Bloomberg.
ZOOM–ის
აქციები 32%–ით მას შემდეგ გაძვირდა, რაც ორშაბათს, 31 დეკემბერს კომპანიის შემოსავლების
კვარტალური მონაცემები გამოქვეყნდა. ბოლო კვარტალში მისი შემოსავალი 335%–ით გაიზარდა.
კომპანიის წმინდა მოგებამ თითქმის $186 მლნ შეადგინა. ZOOM–ის მომხმარებელთა ბაზა
458%–ით გაიზარდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით და მათმა რაოდენობამ 370 200 კომპანიას
მიაღწია.
ZOOM კორონავირუსული
კრიზისის პერიოდში ერთ–ერთი მთავარი ბენეფიციარი გახდა. მასთან ერთად პანდემიით მოგებაში
დარჩა Amazon, რომელიც დედამიწის უმდიდრეს ადამიანს ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის. მან 2020
წელს რეკორდი დაამყარა, გახდა რა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომლის ქონებამაც
$200 მლრდ–ს გადააჭარბა.
ახალი კრიზისით კიდევ ერთმა კომპანიამ – Tesla-მ და მისმა დამფუძნებელმა ილონ მასკმა ისარგებლეს. მისი ქონება მიმდინარე
წელს $114 მლრდ–მდე გაიზარდა და Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების
რეიტინგში ის მესამე ადგილს იკავებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss