ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში სოფლის მოსახლეობის 10% მიწას საერთოდ არ ფლობს
2 სექტემბერი, 2020, 14:37

თბილისი (GBC) - ოფიციალური მონაცემებით საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 650 000 ადამიანი, რაც ძალზე მაღალი მაცვენებელია 3,7-მილიონიან ქვეყანაში, თუმცა, სტატისტიკური ინფორმაციის დეტალური შესწავლის შემთხვევაში ცხადი ხდება რომ ეს ციფრი რეალობას ზუსტად ვერ ასახავს.

ეს მაჩვენებელი შეესაბამება სოფლად დარეგისტრირებული ოჯახების რაოდენობას, მაგრამ სოფლად დარეგისტრირება ერთია, ხოლო სოფლად რეალური ცხოვრება კი - მეორე.

გარდა ამისა, სოფლად ცხოვრებაც კი აუცილებლად სოფლის მეურნეობაში დასაქმებას არ ნიშნავს.

საქსტატის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობის 10% მიწას საერთოდ არ ფლობს, შესაბამისად ციფრისოფლის მეურნეობაში დასაქმებული  650 000 ადამიანი, უკვე შეიცავს თავის თავში 10%-ან ცდომილებას.

რაც შეეხება სოფლად დასაქმებულ ადამიანებს, მათი დიდი  ნაწილი თავს თითქმის ნატურალური მეურნეობით ირჩენს.

2019 წლის მონაცემებით რეალურად არსებული 580 000 მეურნეობიდან 442 540 (77.1%) მიწის ნაკვეთს 1 ჰექტარის ფარგლებში ფლობს.

თუმცა, ეს მაჩვენებელიც რეალურ სიტუაციას ზუსტად ვერ ასახავს.

სოფლებში შიდამეურნებების 15% ფლობს 100 2 -დე მიწას, 10% -  100-დან 200 2-მდე, 24% - 200-დან 500 2- მდე,   26% - 500 2-დან 1 ჰექტრადე,  16% - 1-დან 2 ჰექტრამდე, 3,1% - 2 -დან 3 ჰექტრამდე, 1,1% -   3-დან 4 ჰექტრამდე.

მეურნეობების მხოლოდ 0.02% ფლობს 500 ჰექტარსხოლო 4-დან 500 ჰექტრამდე  - 2%-ზე ნაკლები.

ერთ მეურნეობაზე აგრარული მიწების ფართი ყველაზე მეტია კახეთში - 3,6  ჰექტარი, ყველაზე მცირემიწიანი სვანეთი-რაჭა ლეჩხუმია  - 400 2.

ეს მაშინ, როდესაც, ევროპაში ეს მაჩვენებელი 95-დან (ბრიტანეთში) 4 მდე (რუმინეთში) მერყეობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები