| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „სახელმწიფოს მიერ დეველოპერული სექტორის დახმარების პროგრამა მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორისთვის, მაგრამ პანაცეა არ არის“ - „რედკოს“ დირექტორი მალხაზ კუნელაური.
თავისთავად გაყიდვების სტიმულირება დადებითი მოვლენაა - ნებისმიერი ახალი კლიენტი სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღევანდელ რთულ სიტუაციაში.
„თუ ამ პროგრამის მეშვეობით თუნდაც ადამიანების მცირე რაოდენობა ბინის ყიდვას გადაწყვეტს - ეს უკვე პოზიტივია იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ბინების ყიდვისგან დროებით მაინც თავს იკავებს, უცხოელი პოტენციური მყიდველები კი ქვეყანაში ვერ ჩამოდიან“ - მიიჩნეს ის.
თუმცა, კუნელაურის აზრით, ყველა დეველოპერს ეს პროგრამა ვერ უშველის - ზოგიერთის გადასარჩენად ბევრად უფრო სერიოზული და კომპლექსური მიდგონმა იქნება საჭირო.
„სესხების სუბსიდირება ეფექტური იქნება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც პანდემიის დროს სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნეს - თანამშრომლები არ დაკარგეს, და პროექტის გაგრძელების ფინანსური შესაძლებლობაც აქვთ. მათ პრობლემები მხოლოდ გაყიდვების კუთხით აქვთ, და სწორედ ამაში მათ სამთავრობო პროგრამა დაეხმარება. თუმცა, არის უფრო მძიმე შემთხვევები“ - განაცხადა კუნელაურმა.
მისი თქმით, ბევრი სამშენებლო პროექტი საერთოდ გაჩერებულია, და ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ სუბსიდირება საკმარისი არაა, "თუ კომპანიას მშენებლობის გაგრძელების შესაძლებლობა არ გააჩნია, ეს ნიშნავს რომ მას სხვა ტიპის პრობლემები აქვს, და მხოლოდ გაყიდვების სტიმულირება საკმარისი არაა. უნდა დადგინდეს მიზეზები, და მათ მხოლოდ კომპლექსური მიდგმომა უშველით, წინაამღდეგ შემთხვევაში ბევრი კომპანია გაკოტრდება, როგორც ეს 2008-2009 წლებში იყო“ - მიიჩნევს კომპანია „რედკო“-ს დირექტორი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss