ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი ფეხბურთის №1 ქომაგია
1 სექტემბერი, 2020, 17:04
ვითიბი ფეხბურთის №1 ქომაგია

თბილისი (GBC) - ვითიბი ბანკისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ვითიბი ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა.

ახალი შეთანხმების თანახმად ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული, ყველა ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებების გენერალური სპონსორი იქნება.

მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მოაწერეს.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „4 წლის წინ ვითიბი ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ირწმუნა და საინვესტიციოდ ყველაზე რთულ პერიოდში ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. ჩვენ ერთად ვიზეიმეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება უეფას ერთა ლიგაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად წინ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ.“

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა:

 

უკვე 4 წელზე მეტიარაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი და მხარდამჭერია

ჩვენი სურვილია პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და 2020 წლიდან ეროვნული ნაკრების სპონორობასთან ერთად გავხდეთ,  ფეხბურთის ფედერაციის და ყველა ასაკობრივი ნაკრების გენერაური სპონსორი

პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის ხელშეწყობა, ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ ვუჭერთ მხარს მის წინსვლას და განვითარებას.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები