| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს საბანკო სისტემაში დეპოზიტების მოცულობამ 30,5 მლრდ. ლარი შეადგინა, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში - 12 მლრდ. რაც ანაბრების მთლიანი რაოდენობის 39,4%-ს შეადგენს.
თუმცა, ლარიზაციის მაჩვენებელი ძალიან განსხვავებულია დეპოზიტების სხვადასხვა კატეგორიებში.
მაგალითად, კერძო პირების მიერ გახსნილი ანაბრების მოცულობაა 16 მლრდ. ლარი, ეროვნულ ვალუტაში კი მხოლოდ 4,1 მლრდ, ლარია - ანუ, 25,1%, რაც საშუალოზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.
ამავე დროს, იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 11 მლრდ.-ს შეადგენს, ეროვნულ ვალუტაში კი - 5,3 მლრდ. რას მთიანი მოცულობის 45%-ს შეადგენს, რაც აღემატება როგორც კერძო პირების ანაბრების, ასევე მთლიანი დეპოზიტების ლარიზაციის დონეს.
ასევე დაბალია ლარის წილი მიმდინარე ანგარიშებში - მთლიანი 14 მლრდ-იდან მხოლოდ 4,1 მლრდ, რაც ამ კატეგორიაში მთლიანი მოცულობის 25%-ია.
ლარიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთავრობის ანაბრებში - 2,5 მლრდ. ლარი - 100% ეროვნულ ვალუტაში.
ამდენად, ლარიზაციის მრავალწლიანი პროგრამის მიუხედავად, ფართო საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავაც სუსტია, და ლარიზაციის ის დაბალი დონეც კი, რომელიც არის, ძირითადად ბიზნესის და საჯარო სტრუქტურების ხარჯზეა მიღწეული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss