ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარი აგვისტოში გამყარდა
31 აგვისტო, 2020, 19:38
ლარი აგვისტოში გამყარდა

თბილისი (GBC) –  ლარი აგვისტოში 0.02%-ით გამყარდა. 3.0719-დან, 3.0714-მდე.  ივლისში კი ოფიციალური გაცვლითი კურსი, სებ-ის "თვის მიმოხილვის"თანახმად,  აშშ დოლარის მიმართ 3.0552- დან 3.0719-მდე (0.5%-ით), ევროს მიმართ კი 3.4466-დან 3.6086-მდე (4.7%-ით) გაუფასურდა.

 

ივლისში $/₾ კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა იყო 3.0779. საანგარიშო თვეში  აშშ დოლარი  3.0463 ლარზე მეტად არ გაუფასურებულა. თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა კი იყო 0.5%.

 

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ 4.1%-ით გაუფასურდა, თურქული ლირის მიმართ - 1.8%-ით, რუსული რუბლთან კი 5%-ით გამყარდა.

 

წლიურად (Y.Y) ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.2%-ით გამყარდა, ნომინალური ეფექტური კი 0.7%-ით გაუფასურდა.  სავაჭრო პარტნიორთაგან ივლისში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 5.7%-ზე მაღალი იყო მხოლოდ  თურქეთში - 11.8%,  (ბელორუსი - 5.2%, რუსეთი -3.4%, აზერბაიჯანი - 2.7%, უკრაინა - 2.4%, აშშ- 1%).


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები