ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი: S&P-ისა და Fitch-ის საქართველოს რეიტინგები ეკონომიკის საიმედოობას ადასტურებს
31 აგვისტო, 2020, 12:55
მინისტრი: S&P-ისა და Fitch-ის საქართველოს რეიტინგები ეკონომიკის საიმედოობას ადასტურებს

თბილისი (GBC) - S&P-ისა და Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგები ჩვენი ეკონომიკის ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოობას ადასტურებს, - მიაჩნია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

ნათია თურნავა მედიისთვის გამართულ ბრუფინგზე აღნიშნა, რომ S&P-მა განიხილა და უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ასევე უცვლელად დატოვა პერსპექტივა „სტაბილური“ და ეს მაშინ, როცა პანდემიის გლობალური გამოწვევის ფონზე, წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანას გაუუარესდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგები, მათ შორის სერბეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას.

„S&P-ის, მანამდე კიდევ ერთი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვა იმის ინდიკატორია ინვესტორებისთვის, რომ ჩვენ ძალიან დაბალი, მართვადი რისკები გვაქვს და საქართველოს ეკონომიკა არის გადახდისუნარიანი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, არის სწორი, ეფექტური და დაბალანსებული. დაბალანსებული ნიშნავს, რომ ჩვენ ვიპოვეთ სწორი ოქროს შუალედი ანტიპანდემიურ შემზღუდავ ღონისძიებებსა და ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს შორის, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ კარგად გამოგვივიდა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივები არის პოზიტიური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები