ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
S&P-იმ საქართველის რეიტინგი უცვლელი დატოვა
31 აგვისტო, 2020, 10:00
S&P-იმ საქართველის რეიტინგი უცვლელი დატოვა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ S&P - ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე  უცვლელი დატოვა-  იტყობინება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.

ასევე არ გამორიცხავს საქართველოს რეიტინგის შემდგომ ზრდას იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა აისახება შემოსავლების უფრო მაღალ დონეზე და ქვეყნის ექსპორტი გახდება უფრო მეტად დივერსიფიცირებული, როგორც პროდუქტების, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით.

სარეიტინგო კომპანიის ანალიტიკოსების აზრით,  ქვეყნის ეკონომიკის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას და ინსტიიუციურ სიძლიერეს მიიჩნევს.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს ეკონომიკური კლება 6% იქნება. კარანტინმა ყველაზე მეტად ზიანი მიაყენა ტურიზმის სექტორს, რომელიც მნიშვნელოვან დამსაქმებელს, ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების მოხმარებისა და სავალუტო ნაკადების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ანგარიშის მიხედვით, საზღვრების გახსნის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება ნელი ტემპებით მოხდება, რამდენადაც კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების ღონისძიებები. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები