ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
30 აგვისტოს ტყიბული მეშახტის დღეს აღნიშნავს
28 აგვისტო, 2020, 14:18
30 აგვისტოს ტყიბული მეშახტის დღეს აღნიშნავს

თბილისი (GBC) - კომპანია საქნახშირის ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ტყიბულში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

11:00 საათზე, ქართული ჭიდაობის არენაზე, ჭიდაობის შეჯიბრი გაიმართება. მოგვიანებით კი ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა დაიწყება, რაც გულისხმობს ქუჩის თეატრის კოსტიუმირებულ წარმოდგენას, საბავშვო ატრაქციონებს და ხატვის კონკურსს. ღონისძიების პარალელურად, ტყიბულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ფოტოგამოფენა და ტყიბულის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.

16:00 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები წარსდგებიან. მოგვიანებით კი, 18:00 საათზე დასკვნითი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: ნიაზ დიასამიძე და 33ა, გორდელა, REGGAEON და გაგაჩიხლაძე. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები