ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნაგვის კონტეინერები შიდა ეზოებიდან გადაინაცვლებს
27 აგვისტო, 2020, 17:22
ნაგვის კონტეინერები შიდა ეზოებიდან გადაინაცვლებს

თბილისი (GBC) - „თბილსერვის ჯგუფი“ ნაგვის კონტეინერებს შიდა ქუჩებიდან ცენტრალურ ან მეორად ქუჩებზე გადაიტანს. საპილოტე პროექტის განხორცილება კომპანიამ უკვე დაიწყო.

ოპტიმიზაციას 4 000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერი დაექვემდებარება.

პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოების მორეცხვა და ნაგავშემკრები კონტეინერების დასუფთავებაც დაიწყო.

"საპილოტე რეჟიმში ერთვება დედაქალაქის ყველა რაიონის შიდა ეზო, სადაც ნაგავმზიდი მანქანის შესვლა საცობს წარმოქმნის. პროექტის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ხმაური, უსიამოვნო სუნი და საცობი. ამ ეტაპზე, შიდა ეზოებიდან უკვე 500-მდე ნაგავშემკრები კონტეინერია გამოტანილი. მოსახლეობისგან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება გვაქვს, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები