| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე რეგიონის ზღვისპირეთის სასტუმროებში აგვისტოს დატვირთულობა გაზრდილია.
თიბისი კაპიტალის მონაცემებით, COVID-19-ის შემდგომ პერიოდში გაკეთებული აგვისტოს ჯავშნების მიხედვით ყველას კახეთის (36%-ით) სასტუმროები უწრებს. მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 7%-ია, ზღვისპირეთში 26%, სხვა დანარჩენ რეგიონებში 23% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით).
ამავდროულად კვლევაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირებულია კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (44% და 36%, შესაბამისად), ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის გაზრდილია (32%).
გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა აგვისტოში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 პპ), კახეთის (+4 პპ) და სხვა რეგიონის (+1 პპ) სასტუმროებისთვის, ხოლო თბილისის სასტუმროებისთვის არ შეცვლილა.
ამავდროულად დაბალი მოთხოვნის ფონზე შემცირებულია სასტუმროების მომსახურების ფასები. კახეთის და ზღვისპირეთის დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში დაახლოებით განახევრებულია, ხოლო სხვა სასტუმროები ნაკლებ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss