ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გაერთიანებული ანგარიშსწორების ცენტრი: ტექნოლოგიური კომპანიების დაგეგმარება რამდენიმე თვეს არ აღემატება
27 აგვისტო, 2020, 15:03
გაერთიანებული ანგარიშსწორების ცენტრი: ტექნოლოგიური კომპანიების დაგეგმარება რამდენიმე თვეს არ აღემატება

თბილისი (GBC) - „ჩვენ ბიზნესის შემადგენელი ნაწილი ვართ, და ისევე როგორც ყველა სხვა კომპანია, ჩვენც დავზარალდით პანდემიისგან", - განაცხადა გაერთიანებული ანგარიშსწორების ცენტრის ხელმძღვანელმა  ათანასე მაკარიდიმ გადაცემაში „კასპერსკი - მომავალი თაობის ბიზნესი“, რადიო „ჩვენებურის“ ეთერში.

მისი თქმით, ერთია კომუნალური გადასახადები, ან მობილური ტელეფონების ბალანსის შევსება, მეორე კი  - სახელმწიფო სტრუქტურები, იუსტიციის სახლი, და სხვა უწყებები, რომლებიც კარანტინის დროს თითქმის მთლიანად გაჩერდნენ.

"შესაბამისად, ჩვენც შემოსავლები 20-30%-ით შეგვიმცირდა. კარანტინის მოხსნის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, აგვისტოში კი მაჩვენებლები თითქმის გაუტოლდა კრიზისამდელს. თუმცა, ჩვენ მაინც ვცდილობთ ახალი პროდუქტების შექმნას, რითაც კარანტინისდროინდელ ზარალს ავინაზღაურებთ“ - განაცხადა ათანასე მაკარიდიმ.

კომპანია  ბიზნესს და ბანკებს შორის დამაკავშირებელიო რგოლს წარმოადგენს - სწორედ ის ფლობს რთულ ინფრასტრუქტურას, რომელიც სწრაფი გადახდის სერვისებს, ბანკებს, ბიზნეს-კომპანიებს, და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს.

გაერთიანებული ანგარიშსწორების ცენტრი შეიქმნა 2008 წელს - ეს იყო დრო, როდესაც  კომუნალური გადასახადების დაფარვა მხოლოდ სპეციალურ სერვის-ცენტრებში იყო შესაძლებელი.

სწორედ 2008 წელს მთელი ამ რთული და განაწევრებული სისტემის გამარტივების, ავტომატიზების და გაერთიანების დროც მოვიდა - ბიზნესმა დაითვალა დახარჯები ოფისებზე, სალაროებზე, და ოპერატორებზე, და მარტივ დასკვნამდე მივიდა - ხარჯები დიდია და ოპტიმიზებას მოითხოვს.

„მსხვილმა კომპანიებმა ბანკებს დახმარების თხოვნით მიმართეს, რის შედეგადაც სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც ეს საკითხი შეისწავლა  - ისეთი საკითხები, როგორც, მაგალითად, ქართული ბაზრის პოტენციალი, სხვა ქვეყნების გამოცდილება. იყო ორი არჩევანი - ან ყველა ბანკს თავისი სისტემა დამოუკიდებლად უნდა შეექმნა, ან ყველა ერთიან ქსელში უნდა გაერთიანებულ იყო. საბოლოოდ ერთიანი სისტემის შექმნა გადაწყდა“ - იხსენებს მაკარიდი.

მისი თქმით, დღევანდელი გამოცდილება ნათლად ადასტურებს იმ არჩევანის სისწორეს  - სისტემაში 300-მდე კომპანიაა, ხოლო ქვეყანაში ფუნქციონირებს 18 კომერციული ბანკი.

„300-ვე კომპანიას რომ შეექმნა საკუთარი ქსელი ბანკებთან, ეს იქნებოდა ძალიან რთული  და თანაც ძვირი. ეს კი გამოიწვევდა მომსახურეობის და საკომისიოს მნიშვნელოვად ზრდას. ამიტომაც ის გადაწყვეტილება ყველაზე სწორი აღმოჩნდა“ - იხსენებს მაკარიდი.

გაერთიანებული ანგარიშსწორების ცენტრი სწორედ ამ სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის შეიქმნა.  კომპანია  ქვეყნის 8 ბანკმა დააარსა.

„ეს ძალიან რთული და ხანგძლივი პროცესი იყო - ქსელის შექმნის პირველ წელს ჩვენ ვთანამშრომლობდით მხოლოდ 19 კომპანიასთან, თუმცა. 5 წელიწადში სისტემაში უკვე  300 იურიდიული პირი იყო. დღეს კომპანიაში 15 ადამიანი მუშაობს - ასეთი უზარმაზარი სისტემის მართვა 15 თანამშრომლით შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც მუდმივად ვმუშაობთ პრევენციაზე - ხარვეზების აღმოჩენზე და გასწორებაზე“  - ამბობს ათანასე მაკარიდი.

მაგალითად, პირველ წლებში სისტემაში შეცდომების დაშვება შესაძლებელი იყო - საშუალოდ 1-2 ტრანზაქცია 100-ში.

„ჩვენ გავაუმჯობესეთ სისტემა, დაუმატეთ მას რამდენიმე ახალი ელემენტი, შედეგად ეს ხარვეზიც აღმოიფხვრა“ - განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

ათანასე მაკარიდის თქმით, კორონავირუსის გამო კომპანიას სისტემის გადაწყობა დისტანციურ სამუშაოზე მოუწია - ამისთვის მას 2 თვე დასჭირდა, და სადღეისოდ, კარანტინის გაუქმების შემდეგ, მუშაობის ახალი მექანიზმები ნაწილობრივ შენარჩუნდება, ნაწილობრივ კი - ძველი აღდგება.

ათანაზსე მაკარიდის თქმით, რამდენიმე წლის წინ კომპანია, ქართულ ბანკებთან და ბიზნეს-კომპანიებთან ერთად კიბერ-შეტევის ობიექტი გახდა, თუმცა, ჰაკერებმა მას დიდი ზიანი ვერ მიაყენეს.

„ჩვენ  დაცვის  კომპლექსური სისტემა  - პირველი ეშელონია გარე დაცვა, რომელიც ტრაფიკს ფილტრავს და აკონტროლებს, შემდეგ ქსელური ანტივირუსები, და სამუშაო ადგილების დაცვა“ - ამბობს მაკარიდი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია მუშაობს რამდენიმე ახალი პროდუქტის შექმნაზე.

„სავარაუდოდ მათი გაშვება 2-3 თვეში მოხვდება. ჩვენ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, და ამიტომაც ჩვენი დაგეგმარება რამდენიმე თვეს არ აღემატება, მაქსიმუმ 1 წელს“ - განაცხადა მაკარიდიმ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები