ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჭავჭავაძის გამზირის მსგავსი პროექტები სხვა ქუჩებზეც გაკეთდება
27 აგვისტო, 2020, 14:52
ჭავჭავაძის გამზირის მსგავსი პროექტები სხვა ქუჩებზეც გაკეთდება

თბილისი (GBC) - კახა კალაძე ჭავჭავაძის მსგავსი პროექტის განხორციელებას სხვა ქუჩებზეც აანონსებს.

თბილისის მერმა თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირი უალტერნატივოა და მაგალითად ევროპის ქალაქები მოიყვანა.

ქალაქში მეტი საავტობუსე ზოლი უნდა იყოს, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება კომფორტულად და სწრაფად შეძლონ.

კახა კალაძემ განმარტა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება უნდა გაიზარდოს.

აღნიშნა, რომ ბევრ უბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან არ მოძრაობს ან მოცდის დრო 40-45 წუთია.

"პრობლემის მოსაგვარებლად, ავტობუსების დამატებაა საჭირო. არავინ ფიქრობს, რომ ავტობუსების დამატებით ჩვენ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით. პირობითად, დღეს თუ ორი ავტობუსი და 30 მანქანა დგას საცობში, ავტობუსების დამატებით, საცობიც გაიზრდება. მოგვარების გზა ერთადერთია - გავაჩინოთ სპეციალური საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეძლონ გადაადგილება“, - განაცხადა მერმა.


 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები