| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობა პენსიების დარიცხვა-გაცემის წესს ცვლის, მიზანი პენსიონრებისთვის რიგში დგომის თავიდან აცილებაა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საბანკო სექტორთან შეთანხმება მიღწეულია და პენსიების დარიცხვა-გაცემა 14 რიცხვამდე იქნება შესაძლებელი.
მისი თქმით, პენსიები პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში, რაც ბანკების ფილიალებში და განსაკუთრებით „ლიბერთი“ ბანკის ფილიალში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო ყოველთვის.
"პანდემიის პირობებში, დისკომფორტის გარდა, ეს არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფში არიან. ამიტომ, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება, ან პრობლემა არ და ვერ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები უნდა დაეცეს და ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს ყველამ, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღოს პენსია, არამედ 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს გავრცელება, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი, რითიც უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას და ზრუნვას ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss