| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფოს 200 ლარიანი დახმარების მისაღებად 18 წლამდე ასაკის 810 000 ბავშვმა (482 000 ოჯახმა) მიმართა.
საბანკო სექტორთან მიღეული შეთანხმებით, საბანკო დავალიანების მქონე პირებს ბავშვების 200-ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ.
პრემიერმა ბანკებთან მიღწეულ შეთანხმებაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა.
"მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყოფილი სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პროგრამა გაგრძელდება 1-ელ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა ბავშვებისთვის დაიწყება 1-ელი სექტემბრიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss