ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიარო ცენტრმა პერინატალური რეგიონალიზაცია წარმატებით გაიარა
26 აგვისტო, 2020, 20:54
მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის  სამშობიარო ცენტრმა პერინატალური რეგიონალიზაცია წარმატებით გაიარა

თბილისი (GBC) - მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიარო და ამბულატორიულმა ცენტრმა  წარმატებით გაიარა განმეორებითი პერინატალური რეგიონალიზაცია. აღსანიშნავია, რომ  ,,ჯეო ჰოსპიტალსისკლინიკა  რეგიონში ერთადერთი პერინატალური ცენტრია, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს 34 კვირამდე მშობიარობის მიღებისა და მაღალი რისკის ახალშობილთა მართვის უფლება.

"ეს სამედიცინო სერვისი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, რადგან ცენტრი ადგილზე უზრუნველყოფს გართულებული ნაადრევი მშობიარობების მართვას და სპეციალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას. ამავდროულად, ქვემო ქართლის რეგიონში ერთადერთი ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება ემსახურება როგორც კლინიკის, ასევე, რეგიონის სხვა დაწესებულებებიდან გადმოყვანილ დღენაკლულ და დაავადებულ ახალშობილებსაც- განაცხადა მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის“  სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორმა სოსო მგალობლიშვილმა, რომლის  თქმით, აღნიშნული სერვისების ერთობლიობა რეგიონში ახალშობილთა   კომპლექსური მოვლის საუკეთესო მაგალითია.

კოვიდეპიდემიის სიტუაციის მიუხედავად, მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდით დაკომპლექტებული ცენტრი ბენეფიციარებს უსაფრთხო გარემოში ემსახურება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის საჭირო სამედიცინო  მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ  მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში მშობიარობა ფინანსურად ხელმისაწვდომია და სრულად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები