| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში გამოკითხული საწარმოების 54.1% განიცდის ელექტროენერგიის შეფერხებას - ასეთია მსოფლიო ბანკის ჯგუფის საწარმოთა გამოკითხის შედეგები, რომელიც 2019 წლის მონაცემებს აერთიანებს. კვლევის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მსოფლიოში საშუალოდ 57.3%-ია.
კვლევის შედეგებით, საწარმოებში ელექტროენერგია საშუალოდ თვეში 2.2-ჯერ ითიშება და ის საშუალოდ 5 საათს გრძელდება.
კვლევაში მონაწილე კომპანიები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გამო მათ გაყიდვები საშუალოდ 0.5% -ით უმცირდებათ, იმ პერიოდში როდესაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. მსოფლიოში საშუალო დანაკარგი ბევრად მეტია და ის მთლიანი გაყიდვების 4%-ს აღემატება.
მსოფლიო მაჩვენებელზე მაღალია საქართველოში იმ საწარმოთა წილი, რომლებიც ელექტროენერგიის შეზღუდვას მთავარ დაბრკოლებად ასახელებს - 38%. ინფლასტრუქტურის კუთხით მეორე დაბრკოლებად ტრანსპორტირება მიიჩნევა, - საწარმოთა 21.2% ამ საკითხს ბიზნესის კეთების მთავარ დაბრკოლებად ასახელებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss