ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სასტუმროების ფასების ინდექსი 15.7%-ით შემცირდა
26 აგვისტო, 2020, 15:57
სასტუმროების ფასების ინდექსი 15.7%-ით შემცირდა

თბილისი (GBC) - საკონსულტაციო სააგენტო PMCG–ს კვლევის თანახმად, ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ორადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 125 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 216 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 73 ლარი შეადგინა.

კვლევის მიხედვით, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 347 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 435 ლარი შეადგინა, კახეთში - 357 ლარი, აჭარაში - 321 ლარი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 202 ლარი.


PMCG–ს მონაცემებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2020 წლის ივლისში, 2020 წლის ივნისთან შედარებით, 2.7%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 2.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები გაიზარდა 6.8%-ით.

გაცილებით დიდი ცვლილებაა ფასების ინდექსში მანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის ივლისში, 2019 წლის ივლისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 15.7%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2.7%-ით შემცირდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები