ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული ბიზნესის მთავარი დაბრკოლებები - WB-ს კვლევის შედეგები
26 აგვისტო, 2020, 14:34
ქართული ბიზნესის მთავარი დაბრკოლებები - WB-ს კვლევის შედეგები

თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის ჯგუფმა და მისმა პარტნიორებმა (EBRD, EIB, DFID), საწარმოთა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევის მიხედვით, საქართველოს პოზიცია არაერთი მიმართულებით გაუმჯობესებულია, მათ შორის ქრთამის აღების შემთხვევების რაოდენობით საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესოს შორის მოხვდა.

კვლევისას გამოკითხულ საწარმოებს ბიზნესის კეთების მთავარ გამოწვევებზეც კითხეს.

საქართველოში გამოკითხული კომპანიების ყველაზე დიდი ნაწილი მთავარ დაბრკოლებად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს. ეს რაოდენობა ბოლო კვლევასთან შედარებით, გაზრდილია და 26.4%-ს შეადგენს, ნაცვლად 2013 წლის 21%-სა.

საწარმოთა 29.9% ყველაზე დიდ დაბრკოლებად პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს. ეს მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით შემცირებულია.

საგადასახადო ტვირთი მთავარი გამოწვევა კომპანიების 5.7%-სთვისაა. ეს მაჩვენებელი 2013 წელს 16%-ს აღემატებოდა.

გაზრდილია იმ კომპანიების წილი ვინც მთავარ დაბრკოლებად მუშახელის უნარ-ჩვევებს ასახელებს, კერძოდ საწარმოთა 14.9%-სთვის ეს ბიზნესის კეთებისას მთავარი გამოწვევაა.

გაზრდილია იმ საწარმოტა რაოდენობაც, რომლებიც კორუფციას მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებენ. კერძოდ 11%-მდე 3.8%-დან.

მნიშვნელოვნადაა გაზრდილი იმ საწარმოთა რაოდენობა, რომლებიც მთავარ დაბრკოლებად ქურდობას და კრიმინალს ასახელებენ. კერძოდ 4.8%-დან, 13.2%-მდე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები