| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გერმანიამ მხარი დაუჭირა 2020 წელს საქართველოს წვდომის გაფართოებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მოქმედ პროგრამაში Extended Fund Facility. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდს“ გერმანიის ფინანსთა ფედერალურ სამინისტროში აცნობეს.
„პროექტის ფარგლებში საქართველომ მაისში უკვე მიიღო $375,6 მლნ, რამაც ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, დაეფარა ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები ხარჯები, ხოლო ნაწილი COVID-19 პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისის დასტაბილურებას მოხმარდა“, – განაცხადეს სამინისტროში.
უწყების ცნობით, გერმანიამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას, მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ COVID-19 პანდემიის კონტექსტში.
„შედეგად, 2020 წლის 25 მაისს ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 3 მლრდ ევროს მოცულობის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს, გაფართოებისა და სამეწობლო პოლიტიკის წევრი 10 ქვეყნისთვის, რაც მათ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციაში დაეხმარება. მაკროფინანსური დახმარების მოცულობა საქართველოსთვის 150 მლნ ევროს შეადგენს და გადახდა ორ ნაწილად მოხდება“, – აღნიშნეს სამინისტროში.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ამის გარდა ევროკავშირი საქართველოს ყოველწლიურ გრანტებსაც გადასცემს. პროგრამა ENI-ს ფარგლებში 2014–2020 წლების პერიოდში საქართველო წელიწადში 120 მლნ ევროს იღებს გრანტის სახით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss