ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი თბოსადგურის ასაშენებლად ემზადება
26 აგვისტო, 2020, 10:29
ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი თბოსადგურის ასაშენებლად ემზადება

თბილისი (GBC) - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი, რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის ასაშენებლად საერთაშორისო ფასთა გამოკითხვას აცხადებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წელს იქნა მიღებული და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება.

ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება. კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია მშენებლობის პროცესისთვის საჭირო პერსონალის მინიმუმ 50% საქართველოს მოქალაქეებით დააკომპლექტოს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც უფრო საიმედოს გახდის ენერგოსისტემის ფუნქციონირებას: მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები