ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შატილის ტრაგედიისას დაღუპულთა უცხოეთში მყოფ ოჯახის წევრებს მთავრობა დაეხმარება
25 აგვისტო, 2020, 16:26
შატილის ტრაგედიისას დაღუპულთა უცხოეთში მყოფ ოჯახის წევრებს მთავრობა დაეხმარება

თბილისი (GBC) - მთავრობა მზად არის, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, საჭიროებისამებრ დახმარება აღმოუჩინოს.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიისას დაღუპულთა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები საქართველოში დაბრუნებისას, გამონაკლისის სახით, დახმარებას ითხოვდნენ საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში. 

"ინფორმაციის მიღებისთანავე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით, უზრუველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას, ეხმარება მგზავრობასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრაში, რათა ისინი ქვეყანაში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

პროცესში აქტიურად ჩართულია როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა უწყებები. აღნიშნულ პროცესებს კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობოთ მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს საოპერაციო შტაბი.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოდან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ. 

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ. მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებაში, რათა მათ დროულად მოახერხონ საკუთარ ოჯახებთან ჩამოსვლა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები