ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
აშშ და ჩინეთი სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის რეალიზაციაზე შეთანხმდნენ
25 აგვისტო, 2020, 09:58
აშშ და ჩინეთი სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის რეალიზაციაზე შეთანხმდნენ

თბილისი (GBC) - ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე–პრემიერმა ლუ ხემ სავაჭრო მოლაპარაკებებში აშშ–ის წარმომადგენელთან რობერტ ლაიტჰაიზერთან და ამერიკის ფინანსთა მინისტრთან სტივენ მნუჩინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელზეც მხარეებმა ჩინეთ–ამერიკის სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის რეალიზაციის საკითხები განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყველა პირობას შექმნიან მისი რეალიზაციისთვის, - ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

„მხარეები შეთანხმდნენ, ყველა პირობა და სათანადო ატმოსფერო შექმნან ჩინეთ–ამერიკის სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის რეალიზებისთვის“, – იუწყება ჩინური ტელეარხი.

აშშ–ჩინეთს შორის „სავაჭრო ომი“ სატარიფო ბარიერების აღმართვით, 2016 წელს, ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების ჭრილში გამოიკვეთა, რომლის შესრულებასაც 45-ე პრეზიდენტი 2018 წლიდან შეუდგა. მან ტრანსწყნაროკეანური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედებამდე ჩაშალა, გაურკვეველი ვადით გადადო მსგავსი შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან. კანადასთან და მექსიკასთან დადებულ შეთანხმებაში NAFTA შესწორებები შეიტანა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფოლადის იმპორტზე 25%-იანი, ხოლო ალუმინზე 10%-იანი ტარიფი დააწესა, თუმცა სატარიფო ომი ყველაზე დიდი მოცულობით ჩინეთს შეეხო, რა დროსაც იმპორტის გადასახადი $200 მლრდ-ის ღირებულების პროდუქციაზე გაიზარდა, რაც, იმ დროისთვის, ჩინეთის აშშ-ში ექსპორტის 40%-ს შეადგენდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები