| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ 2020 წლის 6 თვეში 3 მლნ. ტონაზე მეტი ტვირთი გადაზიდა, 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 18%-ით აღემატება - იუწყება ყაზახური კომპანია „ყაზტრანსოილი“, რომელიც ტერმინალის 100%-ს ფლობს.
ამავე დროს ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.
კომპანიის განმარტებით, ეს შემცირება თურქმენეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რემონტით და ამავე დროს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნის ვარდნითაა გამოწვეული.
მთლიანი ტვირთბრუნვის ზრდა კი მშრალი ტვირთების ტრანსპორტირების 37%-იანმა ზრდამ განაპირობა.
გარდა ამისა ზრდას ხელი შეუწყო ასევე ავია, სახმელეთო, და სარკინიგზო გადაზიდვების შემცირებამ საზღვაო ტრანსპორტის სასარგებლოდ.
კომპანიია კონსოლიდირებულმა სუფთა მოგებამ 943 000 დოლარი შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss