ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზმა გიდების ასოციაციას წერეთლის მაღაროში უმასპინძლა
24 აგვისტო, 2020, 14:46
ჯორჯიან მანგანეზმა გიდების ასოციაციას წერეთლის მაღაროში უმასპინძლა

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზმა“ „საქართველოს გიდების ასოციაციასუმასპინძლა. ასოციაციის წევრებმა, გიდებთან და ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთად, კულტურული, ღვინისა და გასტრონომიული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სხვა ობიექტებთან ერთად, წერეთლის მაღარო მოინახულეს.

 

სამომავლოდ, კომპანია მზად არის, აღნიშნული მაღარო ტურისტულ ობიექტად აქციოს და რეგიონში ჩასულ სტუმრებს, ინდუსტრიული ტურიზმის კუთხით, სხვადასხვა სერვისები შესთავაზოს.

 

გიდების ასოციაციის ამჟამინდელი პროექტის მიზანია, ტურისტული გიდების მიერ, იმერეთის რეგიონში არსებული სიტუაციისა და ინფრასტრუქტურის შესწავლა, რომელიც მათ სამომავლოდ ტურისტული მარშრუტების აწყობაში დაეხმარება.

მაღაროში შესვლამდე თითოეულ გიდს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა. ადგილზე გაეცნენ მუშაობის ტექნოლოგიას, დაათვალიერეს გამონამუშევარი, .. გვირაბი, სადაც პროდუქციის მოპოვება ხდებოდა. წერეთლის მაღაროში ამჟამად მოპოვებითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.

 

მსგავსი ტიპის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება ახლა აღმასვლის ფაზაშია. შესაბამისად, ჩვენი კომპანია ასეთი ღონისძიებებს მიესალმება და ყოველთვის მზად ვართ ტურიზმის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ, მით უმეტეს იმერეთის რეგიონში, სადაც ჯორჯიან მანგანეზი ოპერირებს. მთელი ჭიათურის ბასეინში, ტურიზმის მიმზიდველობის თვალსაზრისით, ყველანაირი სახის ადგილია - ეს იქნება მღვიმეები, საცალფეხო და საცხენოსო ბილიკები და სხვა, - განაცხადა ჯორჯიან მანგანეზის ტექნიკური უსაფრთხოებისა და შრომითი დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა გიგა ხვიჩიამ.

 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯორჯიან მანგანეზს და მის ხელმძღვანელობას, მათ მოგვცეს შესაძლებლობა რომ წერეთლის მაღარო მოგვენახულებინა. აღნიშნული პროექტი უნიკალურია, სადაც გიდებს საშუალება აქვთ თეორიულ ლექციასთან ერთად, საველე სამუშაოებსაც გაეცნონ. ვფიქრობთ, თუ ამ გაჩერებულ მაღაროში მუზეუმი გაკეთდება, რომელიც ახალ დატვირთვას შეიძენს, ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება, -აღნიშნა ჯგუფის ლექტორმა გიორგი დვალაშვილმა.





 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები