ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გაზის საბადო და სხვა თურქეთი
24 აგვისტო, 2020, 12:50
გაზის საბადო და სხვა თურქეთი

თბილისი (GBC) - შავი ზღვის შელფზე თურქეთის მიერ აღმოჩენილი გაზის მარაგები, რომლის მოცულობაც $65 მილიარდადაა შეფასებული, ქვეყნის მოთხოვნას 7–8 წლით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისორმა ფათიხ დონმეზმა განაცხადა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მარაგების ეკონომიკური ღირებულება, თუ გავითვალისწინებთ ბოლო 3–5 წლის ფასებს, $65 მილიარდს შეადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, აღმოჩენილი გაზის საბადოზე სეისმური სამუშაოები 14 თვის წინ დაიწყო.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი წელიწადში საშუალოდ 45–50 მლრდ კბ/მ გაზს მოიხმარს, მინისტრი ვარაუდობს, რომ აღმოჩენილი საბადოს რესურსი ქვეყანას ბუნებრივი გაზით 7–8 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

„ჩვენი მიზანია, გაზი ხმელეთამდე 2023 წლისთვის მივიყვანოთ“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საამისო გეგმა უკვე შემუშავებულია.

თურქეთის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად ცვლის გაზის სამხრეთის დერეფნის სტრუქტურას, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი გაზი იტალიასა და შემდეგ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს უნდა მიეწოდოს. პროექტის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.


თურქეთ–რუსეთის ურთიერთობები საბადოს აღმოჩენის შემდეგ


ამ ფონზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა შაბათს, 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ქვეყანა ახლო მომავალში გაზის სუფთა ექსპორტიორი გახდება. ეს გარემოება თურქეთ–რუსეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის გადახედვის წინაპირობაც ხდება, ვინაიდან მნიშვნელოვნად იცვლება თურქეთის, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი პოლიტიკურ–ეკონომიკური მოთამაშის სტატუსი.

საშუალო სიდიდის გაზის საბადოს აღმოჩენა არ ნიშნავს მხოლოდ თურქეთის გაზმომარაგებას 7–8 წლით. ეს შეიძლება გახდეს „ოქროს გასაღები“, რომელიც შავ ზღვაში არსებული საბადოს Tuna-1 კარს მოერგოს. ამ საბადოს მოცულობა კი 800 მლრდ კუბური მეტრია და ეს მოცულობა ქვეყანას 20 წლით მოამარაგებს. პრაქტიკულად, ბუნებრივი გაზის ნეტო–იმპორტიორი თურქეთი მომპოვებელი ქვეყანა ხდება. თუ იგივე წარმატებით განახორციელებს საძიებო პროექტს ხმელთაშუა ზღვის შელფზეც, მაშინ ანკარა მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს რუსულ გაზს ევროპის ბაზარზე. მანამდე რუსეთის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა Tanap-ის მშენებლობა, რომელიც თურქეთ–საბერძნეთის საზღვარზე TAP–ს უკვე დააერთეს. ზემოხსენებული სცენარის განვითარების შემთხვევაში ეკონომიკურად აზრს მოკლებული გახდება რუსული სახელმწიფო გიგანტის „გაზპრომის“ „თურქული“ და „ცისფერი“ ნაკადები, რომლებითაც ბუნებრივი გაზი რუსეთიდან შავი ზღვის ფსკერის გავლით თურქეთს მიეწოდება.

ამდენად, თურქეთმა რეალური შანსი მიიღო, ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე, რასაც წლებია ცდილობს საკუთარი ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში. მზადაა თუ არა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის კრემლი და მისი „გაზპრომი“, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად გადაიხედება რუსული გაზსადენების, „თურქული“ და „ცისფერი“ ნაკადების ეკონომიკა.


ფინანსური ეფექტი


ამასობაში, თურქეთის ფინანსთა მინისტრმა თავისი ქვეყნის ახალ ეპოქაში გადასვლის შესახებ განაცხადა, როდესაც დავიწყებას მიეცემა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის საკითხი. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი გაზით და თურქეთი გაზის გარეშე – ორი სხვადასხვა ქვეყანაა.  


ალიევის მილოცვა


თურქეთის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყნის ენერგეტიკის მიმართულებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მისალოცი წერილიც გაუგზავნა ერდოღანს, რომელშიც ამბობს, რომ გაზის მსხვილი საბადოს აღმოჩენა „თურქეთის სამრეწველო პოტენციალისა და თურქეთის მზარდი ძლევამოსილების ნიშანია“.

„გილოცავთ თქვენ და მოძმე თურქეთის ხალხს თურქეთის ისტორიაში უმსხვილესი ბუნებრივი გაზის საბადოს აღმოჩენას. ეს მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თურქეთის თურქეთის ენერგოუსაფრთოების სფეროში. საბადო დიდ სარგებელს მოუტანს თურქ ხალხს“, – წერს ალიევი ერდოღანისადმი მისალოც წერილში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები