| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მრეწველობაში დასაქმებულია მხოლოდ 123 000 ადამიანი.
საგულისხმოა, რომ წლების მანძილზე ეს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკური ზრდის და წარმოების მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამების მიუხედავად, რეალური ეკონომიკა ქვეყანაში არ იზრდება.
2014 წელს მრეწველობაში მუშაობდა 115 000 ადამიანი, 2015-ში -
123 000, 2016-ში -
126 000, 2017-ში -
130 000, 2018-ში 131 000,
2019-ში - 128 000, ხოლო 2020 წლის - პირველ კვარტალში - 123 000.
როგორც ჩანს სტატისტიკური მონაცემებიდან, 2015 წლიდან დაიწყო მცირე ზრდა, ხოლო მრეწველობაში დასაქმებამ მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო.
მთლიანობაში საქართველოში კერძო სექტორში საანგარიშო პერიოდში დასაქმებულია 684 000 ადამიანი, შესაბამისად, ბიზნესში დასაქმებულთა მხოლოდ 17% მუშაობს.
კიდევ უფრო დაბალია საქართველოს მაჩვენებელი მთლიან დასაქმებაში, საჯარო სექტორის და თვითდასაქმებულთა ჩათვლით.
როგორც ცნობილია, 2020 პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1 684 000-ს შეადგენს, შესაბამისად, მრეწველობაში დასაქმებულთა მხოლოდ 7% მუშაობს.
კიდევ უფრო მძიმე სურათი გამოდის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან შედარებით - ეს მაჩვენებელი 1,9 მლნ.-ს შეადგენდა, შესაბამისად, მრეწველობაში ამ კუთხით დასაქმებულია 6%.
განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 20-დან 30%-მდე მერყეობს, ევროკავშირში ყველაზე დაბალი კი - საბერძნეთშია - 15%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss