ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა - ვის ერგება სუბსიდია
21 აგვისტო, 2020, 18:35
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა - ვის ერგება სუბსიდია

თბილისი (GBC) - თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

ლევან დავითაშვილმა ფერმერების ინტერესების დაცვასა და მათი შრომის დაფასების მნიშვნელობაზე აღნიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მოსავლის ზრდასთან ერთად, გამოწვევები დარგში იზრდება, დასაბინავებელია 300 ათასამდე ტონა ყურძენი.

თუმცა მინისტრი დარწმუნებულია, რომ წლევანდელი რთველი იქნება წარმატებული, მით უმეტეს, რომ სახელმწიფომ ამაზე იზრუნა.

"კორონავირუსის პანდემიამ ღვინის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა. ფერმერებს დავეხმარებით სუბსიდიით, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, ყურძნის ფასი იქნება მინიმალური. ორგანიზებული გვაქვს ყველა ღონისძიება, რომ მევენახეებმა შეფერხებების გარეშე შეძლონ მოსავლის დაბინავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ კიდევ ერთხელ შეახსენა ინდუსტრიას, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. კახეთში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითელისათვის - 0,30 ლარი; 1 კგ კახური მწვანისთვის - 0,30 ლარი;


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები